ჯიმ რიში – მმართველი პარტიები ოპოზიციური ხმის ჩახშობის მცდელობებისგან თავს უნდა იკავებდნენ და ეცადონ, ყველა მხარეს დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის თანასწორი საშუალება ჰქონდეს

19:19, 19.12.2020
WASHINGTON, DC - OCTOBER 16: Chairman James Risch speaks  to Brian Hook State department Special Representative for Iran as he testifies during the Senate Foreign Relations Committee Holds Hearing On US-Iran Policy on October 16, 2019 in Washington, DC.  (Photo by Tasos Katopodis/Getty Images)

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით „ამერიკასთან ხმასთან“ კომენტარი გააკეთა.

როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისსა და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ რეგისტრაციის შესაძლო გაუქმებაზე კითხვის პასუხად სენატორი აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ არ უნდა დაუშვას ოპოზიციური პარტიების ხმის ჩახშობა.

„ძლიერი დემოკრატია მოიცავს სიტყვის თავისუფლებას. საქართველო უკვე ძალზედ დაზიანდა პოლიტიკური ანგარიშსწორებით და ამის მსგავსი კანონპროექტები უთანასწოროს ხდის პირობებს, რომლებითაც ყველა პოლიტიკურმა მონაწილემ უნდა ისარგებლოს. მმართველი პარტიები ოპოზიციური ხმის ჩახშობის მცდელობებისგან თავს უნდა იკავებდნენ და პირიქით უნდა ეცადონ, რომ ყველა მხარეს დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის თანასწორი საშუალება ჰქონდეს“, – ამბობს სენატორი „ამერიკის ხმასთან“ წერილობით კომენტარში.

მსგავსი