საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მსუბუქი და მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

13:21, 10.01.2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) და საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მოძრაობა თავისუფალია ასევე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის​ საავტომობილო გზის კმ33-კიროვაკანი-კუმურდოს გზაზე. ხოლო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–​ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110-კმ146 (ფარავანი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. აღნიშნულ გზაზე რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარი და ნამქერები) გამო, მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი​ ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

მსგავსი