საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც უწყება წერს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
მათივე ცნობით, ამავე გზის მონაკვეთზე ჯერ კიდევ აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.