საავტომობილო გზების დეპარტამენტი – ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 26-ე კმ-ზე ჩამოსულია კლდოვანი მასა, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

21:30, 06.10.2026

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 26-ე კმ-ზე კლდოვანი მასაა ჩამოსული, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე ჩამოსულია კლდოვანი მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი