საავტომობილო გზების დეპარტამენტი - რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით მხოლოდ ტრაილერებისთვის აიკრძალა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი - რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით მხოლოდ ტრაილერებისთვის აიკრძალა

რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთზე მიწის მასის ჩამოშლის გამო, მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით მხოლოდ ერთ ზოლზე მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტრაილერებისთვის მოძრაობა დროებით, გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებამდე, აიკრძალა.

„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 155-ე კილომეტრთან (რიკოთის მონაკვეთი), გზის მიმდებარე ფერდზე ჩამოიშალა მიწის ნაწილი, რის გამოც ნაწილობრივ ჩაიკეტა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი.

საავტომობილო მიმოსვლის უმოკლეს დროში აღდგენის მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზის გაწმენდითი სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო, რაც ამ დრომდე აქტიურად გრძელდება“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

დატოვე კომენტარი