საავტომობილო გზების დეპარტამენტი - ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე განახლდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი - ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე განახლდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე განახლდება.

როგორც უწყებაში განმარტავენ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარე წლის მარტის ბოლოს დაიწყო და 5 მაისს, ზვავის ჩამოწოლოს გამო შეჩერდა.

„ამ ეტაპზე, მეწყრისა და ზვავსაშიშროების გამო, გზის გაწმედნითი სამუშაოები დროებით შეჩერებულია. კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ, უკვე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და სამუშაოები ზვავსაშიშროების მოხსნისა და მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე განახლდება.

აღსანიშნავია, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა უკვე გაწმენდილია 45 კმ-მდე, მათ შორის 22-ე კმ-ზე დამეწყრილი მონაკვეთი. ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა ჯამში 72 კილომეტრია“, – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.