საავტომობილო გზების დეპარტამენტი - ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ღვარცოფული ხევის ადიდების საფრთხე მაღალია, რის გამოც 22:00-დან 08:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი - ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ღვარცოფული ხევის ადიდების საფრთხე მაღალია, რის გამოც 22:00-დან 08:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

ძლიერი წვიმის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფ. გიორგიწმინდა) ღვარცოფული ხევის ადიდების საფრთხე მაღალია, რის გამოც დროის გარკვეულ პერიოდში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე 22:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.