საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩუმათელეთი-ხევის საგზაო მონაკვეთის მშენებლობისთვის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას გააფორმებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩუმათელეთი-ხევის საგზაო მონაკვეთის მშენებლობისთვის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას გააფორმებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დღეს, 11:00 საათზე რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის (F1) მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასა („China State  Construction Engineering Corporation Limited”) და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება გაფორმდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობენ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე თევდორაძე და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები.