საავტომობილო გზების დეპარტამენტი - ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე გზის მშენებლობაზე მუშა სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი - ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე გზის მშენებლობაზე მუშა სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა

ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მიმდინარე მაგისტრალური გზის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქე, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩინეთის 50 წლის მოქალაქე სამუშაოს შესრულებისას შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.

„შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მშენებელი კომპანიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება“,- აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.