საავტომობილო გზების დეპარტამენტი – ავტოსაგზაო შემთხვევის გამო თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თვისუფალია“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.