საატესტატო და ეროვნული გამოცდების რეფორმის შესახებ ინფორმაცია 2019 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი
საატესტატო და ეროვნული გამოცდების რეფორმის შესახებ ინფორმაცია 2019 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი

საატესტატო და ეროვნული გამოცდების რეფორმის შესახებ ინფორმაცია 2019 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მიმდინარეობს არსებული სისტემის შეფასება, თუ რამდენად პასუხობს მოთხოვნებს.

მინისტრის განმარტებით, ცვლილებების შესახებ აბიტურიენტები ინფორმაციას დროულად მიიღებენ.

„რეფორმების პრეზენტაციის დროს გამოვაცხადეთ, რომ გვექნება კონკრეტული ნაბიჯები. ამჟამად მიმდინარეობს შეფასება იმ სისტემის, რამდენად ადეკვატურია და რამდენად პასუხობს დღევანდელი სისტემა მოთხოვნებს. მუშაობა დაწყებულია, მიმდინარეობს შეფასებები და უახლოეს პერიოდში გვექნება კონკრეტული ხედვა როგორც დამამთავრებელ კლასებზე, ასევე ეროვნულ გამოცდებზე, თუ რა ცვლილებები შეიძლება შეეხოთ. გპირდებით, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან უკვე მზად ვიქნებით, წარმოვადგინოთ ჩვენი გეგმა, რომ რაც შეიძლება ადრე გაიგონ აბიტურიენტებმა და მშობლებმა, კონკრეტულად რა ცვლილებები იქნება. ეს ყველაფერი გათვლილი იქნება აბიტურიენტების ინტერესებიდან გამომდინარე და იმ ხარისხის ეფექტზე გათვლით, რომელიც გათვალისწინებულია, რაც შეიძლება მეტი წარმატებული აბიტურიენტი მოხვდეს წარმატებულ უნივერსიტეტებში“, – განაცხადა ბატიაშვილმა.