საარსებო მინიმუმი 170 ლარამდე შემცირდა
საარსებო მინიმუმი 170 ლარამდე შემცირდა

შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა, მიმდინარე წლის სექტემბერში, 170 ლარი და 20 თეთრი შეადგინა.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, აგვისტოსთან შედარებით, მაჩვენებელი 1 ლარითა და 20 თეთრით შემცირდა.

საარსებო მინიმუმი 2017 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 285.4 ლარია, ერთსულიანი ოჯახის – 150.7 ლარი, ორსულიანი ოჯახის – 241.1 ლარი, სამსულიანის – 271.3 ლარი.