საარჩევნო უბნები აშშ-ის კიდევ ოთხ შტატში დაიხურა
საარჩევნო უბნები აშშ-ის კიდევ ოთხ შტატში დაიხურა

საარჩევნო უბნები აშშ-ის კიდევ ოთხ შტატში დაიხურა. კერძოდ, ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა აიოვაში, მონტანაში, ნევადასა და იუტაში.

ხმის მიცემის პროცედურა ჯერ კიდევ გრძელდება კალიფორნიის, ვაშინგტონის, ორეგონის შტატებში, ასევე ალიასკასა და ჰავაის კუნძულებზე.

ამერიკული მედიის ცნობით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგები კალიფორნიის შტატში, რომელიც საარჩევნო კოლეგიის 55 წევრის ხმას ფლობს.

ყველაზე ბოლოს საარჩევნო უბნები ალიასკაზე დაიხურება.