საარჩევნო სისტემის შეცვლაზე საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის ინიცირების შემდეგ საყოველთაო-სახალხო განხილვების კომისია შეიქმნება
საარჩევნო სისტემის შეცვლაზე საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის ინიცირების შემდეგ საყოველთაო-სახალხო განხილვების კომისია შეიქმნება

საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის ინიცირების შემდეგ საყოველთაო-სახალხო განხილვების კომისია შეიქმნება.

როგორც საქართველოს პირველ არხს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განუცხადა, კონსტიტუციური პროექტი 11 მარტს დარეგისტრირდება და ბიუროს წარედგინება.

დეპუტატის ცნობით, პროექტის ინიცირების შემდეგ, საყოველთაო-სახალხო განხილვების კომისია მოსახლეობას ცვლილებებს ერთი თვის განმავლობაში გააცნობს.

„განისაზღვრება ადგილები, სადაც საზოგადოების მონაწილეობით აღნიშნული ცვლილებების განიხილება. ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ პროცესი პარლამენტში დაბრუნდება და საკომიტეტო მოსმენები დაიწყება”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, გუშინ მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ. საქართველოში აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.

დატოვე კომენტარი