საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ კამალა ჰარისი ამ ღამით მხარდამჭერებს სიტყვით არ მიმართავს, მერყევი შტატების შედეგების გამოცხადების შემდეგ კი ჰარისის მხარდამჭერების ნაწილმა შტაბი დატოვა
დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის ცნობით, კამალა ჰარისი ამ ღამით მხარდამჭერებს სიტყვით არ მიმართავს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, მოქალაქეების ნაწილმა კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბი და ასევე მხარდამჭერთა შეკრების ადგილი დატოვა.
როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, მხარდამჭერებმა შეკრების დატოვება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ცნობილი გახდა ორი ე.წ. მერყევი შტატის – ჩრდილოეთ კაროლინისა და ჯორჯიის წინასწარი შედეგები, რომელთა თანახმადაც აღნიშნულ შტატებში დონალდ ტრამპი იმარჯვებს.