საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფმა საარჩევნო დავებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხი განიხილა
საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფმა საარჩევნო დავებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხი განიხილა

კაჭრეთში საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის ორდღიანი შეხვედრა დასრულდა. დღეს საარჩევნო დავებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხი განიხილებოდა.

საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საკითხების უმრავლესობაზე კონსენსუსი მიღწეულია.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, უმეტეს საკითხთან დაკავშირებით არის სრულად ჩამოყალიბებული პოზიციები.

„არის რამდენიმე საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც დამატებითი მსჯელობა გვექნება. მაგალითად, სახელმწიფო დაფინანსების კრიტერიუმზე. ეს შეეხება მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებს, თუ შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსაც“, – განაცხადა კობახიძემ.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, ეუთო-ს რეკომენდაციები პუნქტობრივად იქნა გათვალისწინებული.

მისი თქმით, კონსენსუსი ყველა მიმართულებით მიღწეულია, დეტალების დაზუსტება კი, უკვე საკანონმდებლო ორგანოში განხილვისას მოხდება.