საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრამდე არჩილ თალაკვაძე ბრიფინგს გამართავს
საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრამდე არჩილ თალაკვაძე ბრიფინგს გამართავს

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი დღეს შეხვედრას გამართავს. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გაუძღვება.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიფინგს გამართავს.

არჩილ თალაკვაძის ბრიფინგი და ჯგუფის შეხვედრა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგი 11:00 საათზეა დაგეგმილი.