საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი გასვლით შეხვედრას გამართავს
საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი გასვლით შეხვედრას გამართავს

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი კიდევ ერთხელ შეიკრიბება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით, ჯგუფის წევრები ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებზე იმსჯელებენ და მონაწილე სუბიექტების მიერ წარდგენილ წინადადებებს განიხილავენ.

სამუშაო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც პოლიტიკური პარტიების, ხელისუფლების ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები შედიან, მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო მუშაობა.

გასვლითი შეხვედრა დღეიდან 10 ივლისის ჩათვლით სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტში“ გაიმართება.