საარჩევნო დოკუმენტების შესაძლო გაყალბების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
საარჩევნო დოკუმენტების შესაძლო გაყალბების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრების მხრიდან სავარაუდო ბიულეტენების ხელმოწერებით დამოწმების და საარჩევნო ყუთებში მოთავსებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საარჩევნო უბნებზე დარღვევების შესახებ განცხადებით გენერალურ პროკურატურას 24 დეკემბერს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა.

„განცხადებაში დასახელებული გარემოებების შესწავლის შემდეგ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე და 164 (ტერცია) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საარჩევნო დოკუმენტის გაყალბებას და არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების, კერძოდ, ბიულეტენების განზრახ გაყალბებას გულისხმობს“, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.