საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მეგი დიასამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

16:41, 12.09.2025

თბილისის საქალაქო სასამართლოში საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მეგი დიასამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა. დიასამიძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო.

ცნობისთვის, მეგი დიასამიძის ბრალი სისხლის სამართლის 187-ე მუხლით ჰქონდა წაყენებული, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მსგავსი