სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს
სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

სააკაშვილის ადვოკატმა 2018 წლის 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ყოფილი პრეზიდენტისთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გაასაჩივრა. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე საკუთარ შესავალ სიტყვაში იმ არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე ისაუბრებს, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის სისხლის სამრთლის საქმეზე აქვთ მოპოვებული.

პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დავით კაკოიშვილმა შუამდგომლობა დააყენა და სხდომის გადადება მოითხოვა. როგორც კაკოიშვილმა აღნიშნა, ის პირველ ინსტაციაში პროცესებს აღარ ესწრებოდა და მან გონივრული ვადა მოითხოვა, რომ გაეცნოს პირველი ისნტანციის სხდომის ოქმებს.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.