სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პროცესი 29 მარტს გაიმართება

13:50, 26.03.2018

სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პროცესი 29 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება.

გირგვლიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივმა ადვოკატმა გაასაჩივრა.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდნენ.
ბრალის მიხედვით, მაღალი თანამდებობის პირებისთვის პასუხისგების აცილების მიზნით, სააკაშვილმა პირობა გასცა, რომ ოთხ მსჯავრდებულს – ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძეს, გერონტი ალანიასა და ავთანდილ აფციაურს შეიწყალებდა.

მსგავსი