სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მხარეები დღეს რეპლიკებს წარმოთქვამენ
სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მხარეები დღეს რეპლიკებს წარმოთქვამენ

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მხარეები დღეს რეპლიკებს წარმოთქვამენ. სავარაუდოდ ამის შემდეგ მოსამართლე სათათბიროდ გავა.

მეორე ინსტანციაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაცვის მხარე სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებელი განაჩენით შეცვლას ითხოვს. ამ პოზიციას არ იზიარებს სახელმწიფო ბრალდება, რომელიც აცხადებს, რომ ამ საქმეში ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებებია.

პროკურატურის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა ბოროტად გამოიყენა უფლებამოსილება და წინასწარი შეცნობით, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებულებს სასჯელი გაუნახევრა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.