სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე მ.კ. ხელახლა დაიკითხება
სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე მ.კ. ხელახლა დაიკითხება

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი მ.კ. ხელახლა დაიკითხება.

პროკურატურის აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა. ასევე, დაიკითხება მისი ძმა და ერთი მოწმე, რომელიც აქამდე არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვების ეტაპზე დაკითხული არ ყოფილა.

დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მ.კ-ს ხელახლა დაკითხვის საფუძველი არ არსებობს.

პროკურორ თორნიკე ნადირაძის განცხადებით, აღნიშნული მოწმეები მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ.

„კონკრეტული მოწმეების დაკითხვაზე დაკმაყოფილდა შუამდგომლობა. ეს მოწმეები მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ. ბრალდების მხარე უთითებდა ასევე ახალ მოწმეზე. აბსოლუტურად კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. ორი ისეთი მოწმეა, რომლებიც მანამდეც დავკითხეთ, ერთი კი, ახალი“, – განაცხადა პროკურორმა.

სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის განხილვა დღეს  გაიმართა.