სააპელაციო სასამართლომ რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაკავებულთაგან სამი - იოსებ თხელიძე, ცოტნე ცხვედიანი და ირაკლი ხვადაგიანი პატიმრობიდან გაათავისუფლა
სააპელაციო სასამართლომ რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაკავებულთაგან სამი - იოსებ თხელიძე, ცოტნე ცხვედიანი და ირაკლი ხვადაგიანი პატიმრობიდან გაათავისუფლა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 20 ივნისს დაკავებულთაგან სამი – იოსებ თხელიძე, ცოტნე ცხვედიანი და ირაკლი ხვადაგიანი სამართალდამრღვევებად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა. ისინი სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან მურუსიძემ მიიღო. დაკავებულთა სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

სხდომაზე ირაკლი ხვადაგიანმა განაცხადა, რომ ურჩევნია, დარჩენილი ექვსი დღე პატიმრობაში მოიხადოს, ვიდრე გათავისუფლების ფურცელზე ლევან მურუსიძის გვარი იყოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში 20 ივნისს დაკავებულთა ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. საჩივრებს მოსამართლე ლევან მურუსიძე განიხილავს.

დღესვე გაიმართება ადვოკატ ბექა ბასილაიას საჩივრის განხილვა.

უცნობია, ჯამში რამდენი პირის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა იგეგმება დღეს.

​სხდომებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები ესწრებიან. როგორც ცნობილია 305 ადმინისტაციული წესით დაკავებულიდან ადმინისტრაციული პატიმრობა 21 ივნისს 121 პირს შეეფარდა.