სააპელაციო სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
სააპელაციო სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვეფხია ლომიძემ მიიღო.

კერძოდ, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის 15 აპრილს აკო ჭელიძეს – 17 წლით, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

მსჯავრდებულებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დისტანციურად მოისმინეს. სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ არც მათი უფლებადამცველები.

მსჯავრდებული აკო ჭელიძე დანაშაულს აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ დანაშაული ჯგუფურად არ ჩაუდენიათ. რაც შეეხება მსჯავრდებულ გიორგი კავილაძეს, ის ბრალს არ აღიარებს.

2021 წლის 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ნიკო კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ნიკო კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.