სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა 
სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა 

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო პატრიარქის მდივან-რეფერენცის შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში, რაც 9 წლიან პატიმრობას გულისხმობს.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა მკვლელობის მომზადების მოტივის გადაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით, რომელიც შურისძიების ნაცვლად ანგარების მოტივით მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.

გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ გამოცხადა.

გადაწყვეტილების გამოცხადებას დეკანოზი გიორგი მამალაძე არ ესწრებოდა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით გადაუკვალიფიცირა. მას პატიმრობა ცხრა წლის ვადით მიესაჯა.