სააპელაციო სასამართლომ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა
სააპელაციო სასამართლომ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოში ადასტურებენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს ივერი მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა განუცხადა, გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მოსამართლე პაატა სილაგაძემ მიიღო.

ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 ოქტომბერს შეუფარდა.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა 7 ოქტომბერს დააკავა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება. ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, სხვა ქვეყანებში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, მათ შორის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა გამოძიების წინაშე.

დატოვე კომენტარი