სააპელაციო სასამართლო ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის განხილვას იწყებს
სააპელაციო სასამართლო ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის განხილვას იწყებს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის განხილვას თბილისის სააპელაციო სასამართლო იწყებს. დღეს პირველი სხდომა ჩატარდება, რომელზეც მხარეები შესავალ სიტყვას იტყვიან. წინა სხდომა გადაიდო, რადგან საქმეში ახალი ადვოკატი ჩაერთო. მეორე ინსტანციაში ორივე მხარე დაობს. პროკურატურა საქმისთვის შეცვლილ კვალიფიკაციას, დაცვის მხარე კი გამამტყუნებელ განაჩენს ასაჩივრებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის მიხედვით, გ.ჯ, რომელსაც ბრალად ედებოდა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო მკვლელობის მცდელობისთვის. მეორე არასრულწლოვანს – გ.ბ.ს, რომელსაც ბრალად ედებოდა, როგორც დავით სარალიძის, ასევე ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობა, სასამართლომ ერთი ბრალდება მოუხსნა და დამნაშავედ ცნო ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში.

დაცვის მხარის ინფორმაციით, მეორე ინსტანციაში ერთ-ერთი ახალი მტკიცებულება იქნება ექსპერტიზა, რაც საქმეზე მათი დაკვეთით ბრიტანელმა ექსპერტებმა ჩაატარეს.