სააპელაციო სასამართლო გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეს განიხილავს
სააპელაციო სასამართლო გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეს განიხილავს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ადვოკატები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. ასევე, სხდომაზე მსჯავრდებულების უფლებადამცველები სხდომის გახსნის შუამდგომლობას დააყენებენ. მათი თქმით, საქმეში მსჯავრდებული ყველა პირი უკვე სრულწლოვანია.

პროცესის პარალელურად, სააპელაციო სასამართლოს წინ მსჯავრდებულების ოჯახის წევრები აქციას მართავენ. ისინი სამართლიან სასამართლოსა და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე განაჩენი 9 მარტს გამოაცხადა და საქმეზე ბრალდებული ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო.

საქმის განმხილველი მოსამართლის გადაწყვეტილებით, არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანსა და ნიკოლოზ რევაზიშვილს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ორ პირს, ა.ქ.-სა და ზ.ხ-ს სასჯელის ზომად 10 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდა.