საახალწლოდ პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება
საახალწლოდ პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულების/მსჯავდებულებისთვის, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს.

პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 28-29 დეკემბერს 09:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება, ხოლო 31 დეკემბერს, ამანათების მიღება 09:00 საათიდან 15:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს.