საახალწლო სოფელში გასართობი ღონისძიებები გრძელდება [ფოტო]
საახალწლო სოფელში გასართობი ღონისძიებები გრძელდება [ფოტო]

საახალწლო სოფელში გასართობი ღონისძიებები გრძელდება.

ბავშვებს მასპინძლობენ თოვლის ბაბუა და სანტა კლაუსი. ადგილზე არიან სხვადასხვა ზღაპრის გმირები. იმართება თემატური კონცერტები.

14:00 საათზე საახალწლო სოფლის სტუმრებმა მაკნატუნების მარში იხილეს. 15:00 საათიდან პროგრამას ეროვნული სასახლე – Teen Club-ი განაგრძობს. 17:00 საათზე სტუმრებს ანა-ბანა გაართობს. 19:00 საათზე დაგეგმილია ჯგუფ „ნიუტონის“ კონცერტი, 21:00 საათზე – ფოლკლორის საღამო, ხოლო 23:00 საათიდან საახალწლო სოფელში დიჯეი დაუკრავს.

წელს პირველად საახალწლო ღონისძიებები ერთ სივრცეში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსდა. საახალწლო სოფელში, მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო ღონისძიებები 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.