საახალწლო ილუმინაციების მოწყობის გამო დიღმის მასივში, ბორის პაიჭაძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

17:43, 13.11.2025

საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო დიღმის მასივში, ბორის პაიჭაძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა დროებით ორივე მიმართულებით შეიზღუდება.

ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვა 14 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე იმოქმედებს.

მსგავსი