საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, წერეთლის გამზირი გიორგი ცაბაძის ქუჩიდან დავით ბაქრაძის ქუჩამდე გადაიკეტება
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, წერეთლის გამზირი გიორგი ცაბაძის ქუჩიდან დავით ბაქრაძის ქუჩამდე გადაიკეტება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, 25 ნოემბერს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე წერეთლის გამზირი, გიორგი ცაბაძის ქუჩიდან დავით ბაქრაძის ქუჩამდე გადაიკეტება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათვე ცნობით, სამონტაჟო სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე, იმავე საათებში, 26 ნოემბერსაც განხორციელდება.

სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

თბილისის მერია მოსახლეობას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.