საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, ორი ღამით პეტრე მელიქიშვილის ქუჩა გადაიკეტება

19:08, 30.11.2019

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟის სამუშაოებთან დაკავშირებით, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა ორი ღამის განმავლობაში გადაიკეტება.

მერიის ინფორმაციით, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი პირველ  დეკემბერს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, ხოლო 2 დეკემბერს, ასევე 00:00 საათიდან 07:00 საათამდე გაგრძელდება.

სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს.

მსგავსი