საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილი გადაიკეტება

16:53, 13.12.2018

„თბილსერვის ჯგუფი“ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, გვიან ღამით თბილისში, კოსტავას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

„თბილსერვის ჯგუფის“ განცხადების თანახმად, დაგეგმილი სამუშაოების მიზეზით, 14 დეკემბერს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე გადაიკეტება მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩამდე მონაკვეთზე.

„თბილსერვის ჯგუფი“ შეფერხებისთვის საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

მსგავსი