საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, მელიქიშვილის გამზირი ღამით რამდენიმე საათით გადაიკეტება

22:23, 09.12.2018

საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, დღეს 9 დეკემბერს, 00:00 საათიდან 10 დეკემბრის 07:00 საათამდე მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

თბილისის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შეფერხებისთვის.

მსგავსი