საახალწლო განათებების მონტაჟის გამო ღამის საათებში რუსთაველის გამზირი გადაიკეტება
საახალწლო განათებების მონტაჟის გამო ღამის საათებში რუსთაველის გამზირი გადაიკეტება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო განათებების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირი ღამის საათებში გადაიკეტება.

„დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება.

აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ, 8 დეკემბრის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, რუსთაველის გამზირი (პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი) გადაიკეტება.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.