საახალწლო განათებების მონტაჟის გამო დღეს, ღამის საათებში რობაქიძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
საახალწლო განათებების მონტაჟის გამო დღეს, ღამის საათებში რობაქიძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

დღეს, ღამის საათებში რობაქიძის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, შეზღუდვა საახალწლო განათებების მონტაჟს უკავშირდება.

„დედაქალაქში საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 23:00 საათიდან 19 ნოემბრის 07:00 საათამდე გრიგოლ რობაქიძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.