საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, 17 დეკემბერს, ღამის საათებში რუსთაველის გამზირი გადაიკეტება

23:23, 16.12.2019

დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე 17დეკემბრის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, რუსთაველის გამზირი (პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი) გადაიკეტება.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

მსგავსი