საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, 16 დეკემბერს, ღამის საათებში რუსთაველის გამზირი გადაიკეტება

21:10, 15.12.2019

დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 დეკემბრის, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, რუსთაველის გამზირი (პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი) გადაიკეტება.

მერიის ცნობით, სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

მსგავსი