საახალწლო გალაკონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე [ფოტო]
საახალწლო გალაკონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე [ფოტო]

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გრანდიოზული გალაკონცერტი მიმდინარეობს.

გალაკონცერტის სცენა სამი სივრცისგან შედგება. ცენტრალურ სცენაზე ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები მღერიან. მეორე სცენაზე ასევე ქართველი მომღერლები გამოდიან, რომლებიც საშობაო სიმღერებს ასრულებენ. მესამე სცენაზე კი ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით მელოდიებს, მათ შორის ქართული კინომუსიკიდანაც ასრულებს.

საახალწლო გალაკონცერტი 23:00 საათზე დაიწყო და ოთხი საათის განმავლობაში სამივე სცენაზე 200-მდე შემსრულებელი გამოვა.

წელს პირველად საახალწლო ღონისძიებები ერთ სივრცეში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსდა. საახალწლო სოფელში, მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო ღონისძიებები 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი