სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია მიმდინარეობს
სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია მიმდინარეობს

აქცია მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან.

აქციას მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი მოძრაობა მართავს. ამ მოძრაობის შემადგენლობაში შედიან „მოძრაობა საქართველოსთვის“, „შეცვალე“ და სხვა.

ადგილზე ისმის შეძახილები „მიშა, მიშა“ და აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. პერიოდულად, აქციაზე არის ხმაური და დაპირისპირება პოლიციასთან. აქციის მონაწილეები ჭიშკართან მიახლოებას ცდილობენ. აქციაზე სამი პირი ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.