სააკაშვილის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ბენზინის მსგავსი სითხე გადაისხა
სააკაშვილის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ბენზინის მსგავსი სითხე გადაისხა

კიევში, მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან მყოფმა ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ბენზინის მსგავსი სითხე გადაისხა.  ინფორმაციას ამის შესახებ უკრიანული მედია ავრცელებს.

სააგენტოებიც ცნობით, მამაკაცმა ბენზინის გადასხმა მის გვერდით მყოფ სხვა პირებზეც სცადა.

თვითმხილველების თქმით, ადგილზე ბენზინის სუნი იგრძნობა. მოგვიანებით, დაუდგენელი პირი სამართალდამცველებმა დააკავეს.

კიევში, მიხეილ სააკაშვილის სახლთან, სადაც ის ცოტა ხნის წინ დააკავეს, ამ დრომდე რჩებიან მისი მომხრეები და სპეცრაზმელები. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი კიევიდან იტყობინება, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერებსა და სპეცრაზმელებს შორის დაპირისპირება მოხდა.