სააკაშვილის ადვოკატი – სასამართლოს გადაწყვეტილება უკრაინას სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციის საფუძველს აძლევს 

17:33, 05.02.2018

კიევის სააპელაციო სასამართლომ საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

სააკაშვილის დაცვის მხარე ასაჩივრებდა სასამართლოს დადგენილებას მისთვის დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ.

სააკაშვილის ადვოკატების თქმით, ეს გადწყვეტილება უკრაინის მთავრობას საფუძველს აძლევს განახორციელონ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიცია.

“ამგვარად მე ვკარგავ უკრაინაში ყოფნის სტატუსს. ეს პოროშენკოს მორიგი გადაწყვეტილებაა და არა სასამართლოს”,- წერს სააკაშვილი facebook – ის გვერდზე.

მსგავსი