სააკაშვილი - ბანდიტების გარდა, სხვა ვინ აგროვებს მსოფლიოში პირადი ხასიათის კომპრომატებს
სააკაშვილი - ბანდიტების გარდა, სხვა ვინ აგროვებს მსოფლიოში პირადი ხასიათის კომპრომატებს

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინის გენპროკურორმა იური ლუცენკომ მასზე და მის მომხრეებზე პირადი ხასიათის კომპრომატის შეგროვების განკარგულება გასცა.

„ბანდიტების გარდა, სხვა ვინ აგროვებს მსოფლიოში პირადი ხასიათის კომპრომატებს“, – აღნიშნა სააკაშვილმა კიევის სააპელაციო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას.

სააკაშვილის თქმით, უკრაინელი ხალხი მშვიდობიანი გზით გააძევებს ხელისუფლებას.

„სააკაშვილის გარეშე ან მასთან ერთ​ად უკრაინელი ხალხი მაინც მშვიდობიანად გააძევებს რიგგარეშე არჩევნების გზით ხელისუფლებაში მყოფ კრიმინალებს. აიძულებენ მათ არჩევნების ჩატარებას და აირჩევენ ახალ ადამიანებს, რომლებიც არასდროს გაძარცვავენ უკრაინას“, – განაცხადა სააკაშვილმა.