სააკაძეობის დღესასწაულზე ქართულ ჭიდაობაში ტურნირი ირაკლი დემეტრაშვილმა მოიგო #1TVSPORT
გიორგის სააკაძის მშობლიურ სოფელ ნოსტეში, სააკაძეობის დღესასწაულზე, სხვა ღონისძიებებთან ერთად, შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაშიც გაიმართა. ეროვნულმა ფედერაციამ დიდი მოურავის უზარმაზარ თასთან ერთად სოლიდური ფულადი პრიზებიც დააწესა.
ტურნირი მხოლოდ აბსოლუტურ, მძიმე წონით კატეგორიაში ჩატარდა. მასში ოცამდე მძიმეწონოსანმა ფალავანმა მიიღო მონაწილეობა. თასი და პირველობა არავის დაუთმო ადგილობრივმა მკვიდრმა, საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრმა, ირაკლი დემეტრაშვილმა.
ფინალში მან გიორგი პაპუნაშვილი დაამარცხა. მესამე ადგილი კი საქართველოს ორგზის აბსოლუტურმა ფალავანმა, ონისე ბუღაძემ მოიპოვა.