სააღმზრდელო პროცესის განახლებიდან დღემდე, კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში ათი საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა
სააღმზრდელო პროცესის განახლებიდან დღემდე, კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში ათი საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა

თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო წლის განახლებიდან, 12 ოქტომბრიდან დღემდე, დაწესებულებების პერსონალს შორის კორონავირუსის დაფიქსირების გამო, ათი ბაღი დროებით დაიხურა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

თბლისში მოქმედი 181 ბაღიდან დასახელებული მიზეზით ჯამში 13 ბაღი არ ფუნქციონირებს – სამუშაო პროცესი ოქტომბრიდან არ განახლებულა სამ დაწესებულებაში (#53, #99 და #36 ბაღები), რომელთა პერსონალს შორის კორონავირუსი სააღმზრდელო წლის დაწყებამდე დაფიქსირდა.

დროებით დახურულ ბაღებს შორისაა #4, #29, #35, #93, #153, #16 ბაღები, ასევე ბაღი „ხუთკუნჭულა“.

შეგახსენებთ, თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდა.