სააღდგომოდ გაზრდილი მოთხოვნის გამო, სურსათის ეროვნული სააგენტო სარეალიზაციო ბაზარზე კვერცხს ამოწმებს
სააღდგომოდ გაზრდილი მოთხოვნის გამო, სურსათის ეროვნული სააგენტო სარეალიზაციო ბაზარზე კვერცხს ამოწმებს

სააღდგომოდ გაზრდილი მოთხოვნის გამო, სურსათის ეროვნული სააგენტო სარეალიზაციო ბაზარზე კვერცხს ამოწმებს.

„სააღდგომოდ კვერცხზე გაზრდილი მოთხოვნისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სარეალიზაციო ბაზარზე კონტროლს აქტიურად ახორციელებს.

ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის ადგილობრივ წარმოებებს, იმპორტიორებს, საბითუმო, მსხვილ და მცირე სავაჭრო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ.

კონტროლდება როგორც წარმოების პროცესი, ასევე კვერცხის ვარგისიანობის ვადა, შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ეტიკეტირების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან“, – აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა სხვადასხვა პროფილის 1214 ბიზნესოპერატორთან. კვერცხის ადგილობრივ საწარმოებში ჩატარებული ინსპექტირებისა და დოკუმენტური შემოწმების შედეგად დარღვევები არ გამოვლენილა, რაც ბიზნესსექტორის ინფორმირებულობის გაზრდისა და სააგენტოს გააქტიურებული კონტროლის შედეგია.

„დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდით ცხელ ხაზს – 15 01“, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.