სააღდგომო ლიტურგია სამების ტაძარში [ფოტო]
სააღდგომო ლიტურგია სამების ტაძარში [ფოტო]

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში, სადაც შეკრებილ მრევლს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე გააცნეს.

აღდგომის დღესასწაული ტაძარში შეკრებილ მრევლს და სრულიად საქართველოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მიულოცა.

სამების ტაძარში მიიტანეს იერუსალიმიდან ჩარტერული რეისით ჩამოტანილი წმინდა ცეცხლი.

სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სააღდგომო ღვთისმსახურება მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში.